ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, ერთ დროს ბრაზილიური ფეხბურთის მთავარ იმედს, „სანტოსის“, მადრიდის „რეალისა“ და „მილანის“ ყოფილ შემტევს, რობინიოს, მილანის სააპელაციო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დაუტოვა.
37 წლის რობინიოს განაჩენი დეკემბერში გამოუტანეს. როგორც ცნობილია, ბრაზილიელს ბრალს ჯგუფურ გაუპატიურებაში სდებენ.
წყაროს ინფორმაციით, რობინიომ ალბანელი გოგონა მის დაბადების დღეზე გააუპატიურა.
სააპელაციოს შემდეგ გასაჩივრების ერთადერთი ადგილი უზენაესი სასამართლოა, სადაც მას გასაჩივრებისთვის 45 დღე აქვს.
ამჟამად რობინიო დაკავებული არ არის, რადგან ის ევროპაში არ იმყოფება და თუ მისი ბრალი უზენაესმა სასამართლომ დაამტკიცა, ალბათ არც შევა.
აღსანიშნავია, რომ რობინიოსთან ერთად სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი მისი მეგობრის, რიკარდო ფალკაოს მიმართაც გამოიტანა.





