მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა რობინიო სკანდალში გაეხვა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რობინიოს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
რობინიომ იტალიაში ახალგაზრდა ალბანელი გოგონა დაბადების დღეზე გააუპატიურა. ინციდენტი 2013 წელს მოხდა, როდესაც ბრაზილიელი ფეხბურთელი “მილანის” ღირსებას იცავდა.
ჯერჯერობით ამ თემასთან დაკავშირებული სხვა ცნობები არ საჯაროვდება.
რობინიო 2010-2015 წლებში “მილანის” ღირსებას იცავდა, სადაც 108 ჩატარებულ შეხვედრაში 25 გოლი გაიტანა.





