ესპანელი ჩოგბურთელი, დოჰას ტურნირის მეორე საჩემპიონო ტიტულამდე ვერ მივიდა. მას გზა ნიკოლოზ ბასილაშვილმა გადაუღობა.
ქართველმა ჩოგბურთელმა გადამწყვეტი მატჩი ორ სეტში – 7:6, 6:2 მოიგო. მატჩის შემდეგ ბუნებრივია ესპანელი ჩოგბურთელი ნირწამხდარი იყო.
„ზოგადად თამაშის და მითუფრო ფინალის წაგება არ მიყვარს. რთული მატჩი იყო. რა თქმა უნდა, მინდოდა აქ კიდევ ერთხელ მომეგო, მაგრამ სამწუხაროდ არ გამოვიდა.
მეტოქემ ძალიან აგრესიული ჩოგბურთი ითამაშა. ბასილაშვილმა მოგება დაიმსახურა და მინდა მას მივულოცო.
მიყვარს დოჰა და ეს ტურნირი. აქ კიდევ არაერთხელ სიამოვნებით დავბრუნდები“ – აღნიშნა რობერტო ბაუტისტა-აგუტმა.