ბოლო პერიოდში, საფეხბურთო წრეებში აქტიური განხილვის საგანი ევროპის სუპერლიგის შექმნაა, რომელმაც მართალია დიდხანს ვერ გაძლო და მალევე დაიშალა, თუმცა მის ირგვლივ მწვავე კრიტიკა ისევ არ წყდება.
ახლო წარსულში, ინგლისის ნაკრების და „მანჩესტერ იუნაიტედის“ გამორჩეული ფიგურა რიო ფერდინანდი კი სულ სხვა რამით არის აღშფოთებული და ტვიტერის საკუთარ გვერდზეც ილანძღება.
„ვიდეორეფერი? ეს ნეხვის დიდი გროვაა. სანამ ჯერ კიდევ გვიანი არ არის, VAR-ი აუცილებლად სანაგვე ყუთში უნდა მოვისროლოთ. მისგან რაც შეიძლება მალე უნდა გავთავისუფლდეთ. ის ფეხბურთის ტემპს და დინამიკას ანელებს, ასევე ამ ლამაზ თამაშს ემოციებისგან ცლის“ – წერს რიო ფერდინანდი.
შეგახსენებთ, ვიდეორეფერის სისტემა პირველად 2017 წელს კონფედერაციის თასზე გაიტესტა. მას შემდეგ, VAR-ი მსხვილ ტურნირებზე, ჩემპიონთა და ევროპის ლიგაზე, ასევე ტოპ ჩემპიონატებში ეტაპობრივად დაინერგა.


