ევროპის სუპერლიგის შექმნასთან დაკავშირებით აზრს არაერთი საფეხბურთო სპეციალისტი გამოთქვამს. პროექტს მომხრეებიც ჰყავს და მოწინააღმდეგეებიც.
რიო ფერდინანდს ალბათ ქომაგებისთვის წარდგენა არ სჭირდება. ახლო წარსულში „მანჩესტერ იუნაიტედის“ და ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი სუპერლიგის პროექტს მკაცრად აკრიტიკებს.
„ეს პროექტი მხოლოდ ფულზეა გათვლილი. საქმე მხოლოდ ფინანსებს ეხება და სხვას არაფერს. მდიდრები კიდევ უფრო გამდიდრდებიან, სხვები კი არც აინტერესებთ. მათ უბრალოდ აიგნორებენ.
საწყენია, რომ ამ ყველაფერში მანჩესტერ იუნაიტედი მონაწილეობს. ვერ ვიჯერებ, რომ მათ ეს ნაბიჯი გადადგეს.
ეს რაც ხდება არის ომი ფეხბურთის წინააღმდეგ. ის ყველაფერს ეწინააღმდეგება, პირველ რიგში ფეხბურთს. უბრალოდ სირცხვილია.
მანჩესტერ იუნაიტედი ჩემი გულია. ეს გუნდი მიყვარს, მაგრამ ამ პროექტში მათ გვერდში ვერ დავუდგები“ – აღნიშნავს რიო ფერდინანდი.





