საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი გენერალური მდივანი რეზი არველაძე. საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ტაიმაუტის“ სტუმარი იყო და მსოფლიო და ქართულ ფეხბურთზე ისაუბრა.
საქართველოს ნაკრების ვეტერანმა ეროვნულ გუნდზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი აზრით შემდევი ფეხბურთი სავალდებულო არ არის.
თანამედროვე ფეხბურთი ყოველდღიურად იცვლება. გუშინ სხვა რაღაც ხდებოდა, დღეს უკვე სხვა არის და ამაზე ყველა თანხმდება.
არ მესმის, როდესაც ამბობენ, რომ საქართველოს ნაკრებმა აუცილებლად შემტევი ფეხბურთი უნდა ითამაშოსო…
რატომ? – ეჭიროს მეტოქეს ბურთი 60% და ჩვენ ვიყოთ მეორე ნომრები. ჩამოაწოდოს იმან 15 კუთხური და შენ გაცილებით ნაკლები.
შეხედეთ მოურინიოს, რას აკეთებს დღეს ის და ინგლისში ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელია. მან 300 მილიონი გამოიმუშავა და ყველა შესაძლო ტიტული მოიგო.
ლა ლიგას ჩახედეთ და ნახავთ, რომ 38 გოლის გამტანი “ბარსელონა” მესამეზეა, 31 გოლის შემგდები “ატლეტიკო” კი – პირველზე. ამიტომ, ჩემთვის გაუგებარია, რატომ უნდა ვითამაშოთ აუცილებლად შემტევი ფეხბურთი, – განაცხადა არველაძემ.