პროტუგალიელი სუპერვარსკვლავი სხვადასხვა რეკორდების დამყარებას განაგრძობს. ამჯერად, რონალდუმ კიდევ ერთი უნიკალური კარიერული მიღწევა დააფიქსირა.
იტალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში „იუვენტუსმა“ „სასუოლოს“ შინაურ კედლებში 3:1 მოუგო. მესამე გოლი რონალდუმ შეაგდო და სწორედ აქ დაუდო სათავე კიდევ ერთ რეკორდს.
იგი გახდა ფეხბურთს ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ტოპ ხუთ ჩემპიონატში, ზედიზედ 15 სეზონში, მინიმუმ 15 გოლი გაიტანა.
პორტუგალიელის ეს სერია „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ იწყება, შემდეგ იყო „რეალი“ და ახლა „იუვენტუსი“. რაც შეეხება ბომბარდირთა სიას, მიმდინარე სეზონში რონალდუ 15 გოლით ლიდერობს.





