საქართველოს სარაგბო ჩემპიონათის დიდი 10-ის მე-9 ტურში სარეკორდო მაჩვენებელი დაფიქსირდა.
ჯიქის და ბათუმის დაპირისპირება, რომელიც ჭალის სტადიონზე, გორში იმართებოდა, სტუმრებმა 3:139 იმარჯვეს.
დიდ 10-ში ჯიქი ბ ჯგუფში მეხუთე ადგილზე იმყოფება, ხოლო ბათუმი მესამე პოზიციას იკავებს.








