მადრიდის „რეალს“ განაპირა მცველების ტრავმებისგან გამომდინარე დიდი პრობლემები შეექმნა. გავლენიანი ესპანური გამოცემა MARCA „სამეფო კლუბის“ პრობლემებზე წერს:
„კარვახალისა და მენდის დაზიანებები მადრიდის „რეალისთვის“ მოუგვარებელ პრობლემად რჩება. სამეფო კლუბმა უკვე დიდი ხანია დაინახა, თუ როგორ გახდა მათი ერთად თამაში სასტარტო თერთმეტეულში შეუსრულებელი მისია. ბოლო შემთხვევა წარსულში, 14 თებერვალს „ვალენსიას“ წინააღმდეგ მოხდა… და მხოლოდ 28 წუთი დასჭირდა კარვახალს, რომ დაზიანება მიეღო“, – ნათქვამია სტატიაში.
მადრიდის “რეალს” განაპირა მცველებთან დაკავშირებით მძიმე სიტუაცია აქვს, რადგან ზემოთხსენებულ ფეხბურთელებთან ერთად, გუნდის კაპიტანი მარსელო ვიერაც დააშავებულია.
კარლო ანჩელოტის გუნდი მომდევნო შეხვედრას 23 სექტემბერს, საკუთარ მოედანზე „მალიორკას“ წინააღმდეგ გამართავს.








