დღეს, ნიკოლოზ ბასილაშვილს შვილს, ლუკას ბასილაშვილს 6 წელი შეუსრულდა. ამასთან დაკავშირებით, ქართველმა ჩოგბურთელმა სოციალურ ქსელში ლუკასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით – „ჩემი ბიჭი 6 წლის გახდა. მამიკო, გილოცავ“.
ნიკოლოზ ბასილაშვილის პოსტს, კომენტარებშივე გამოეხმაურა ჩოგბურთელის ყოფილი მეუღლე, ნელი დოროყაშვილი:
„კაცი, რომელიც შვილის არც ერთ დაბადების დღეს არ დასწრებია, არასოდეს მისთვის საჩუქარი არ გაუკეთებია, რომელმაც წაართვა ბინა და არ იხდის ალიმენტს, საჯაროდ პიარისთვის სჭირდება, რომ შვილს დაბადების დღე მიულოცოს – ისიც სასამართლო პროცესების წინ. ერთადერთი, რაც ლუკასს შენთან აქვს საერთო, მხოლოდ გვარია“, – წერს ფოტოს კომენტარად დოროყაშვილი.








