გრუნტის მეფემ თავისი გენიალურობა კიდევ ერთხელ დაამტკიცა. რაფაელ ნადალი ბარსელონას 500-იანი კეტოგორიის უპრესტიჟულესი ტურნირის ჩემპიონია.
ესპანელმა მატადორმა ფინალში სტეფანოს ციციპასი უდრამატულეს, უდაძაბულეს და რთულ ბრძოლაში დაამარცხა. სამ სეტიანი თრილერი, რომელიც 3 საათს და 40 წუთს გაგრძელდა ნადალმა 6:4, 6:7, 7:5 მოიგო და ბარსელონას ტურნირის გამარჯვებული ისტორიაში მეთორმეტედ გახდა.
აქვე ისიც ვთქვათ, რომ ბარსელონას საჩოგბურთო კომპლექსის ცენტრალური კორტი სწორედ რაფაელ ნადალის სახელობისაა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს მის სიდიადეზე. ფაქტია, რომ ორგანიზატორებს ეს გადაწყვეტილება ჰაერზე არ მიუღიათ.
ნადალი და ციციპასი კარიერაში ერთმანეთს უკვე მეათედ დაუპირისპირდნენ და მალიორკელი მატადორის უპირატესობა თვალსაჩინოა – 8:2.
შეგახსენებთ ბარსელონას ტურნირამდე ახალგაზრდა და ნიჭიერმა ბერძენმა ჩოგბურთელმა მონტე-კარლოს მასტერსზე იჩემპიონა.





