რაიმონ დომენეკმა, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ სამწვრთნელო საქმიანობა ახლახანს განაახლა და საზოგადოებასაც თავისი უცნაური გამოხდომებით თავი უმალ შეახსენა. ფრანგი სპეციალისტი ისეთ გუნდში დასაქმდა, რომელიც ბოლო პერიოდში განთქმული იმით არის, რომ მწვრთნელებს ცხვირსახოცებივით იცვლის. დომენეკის უცნაური კომენტარების გადამკიდე კი შესაძლოა მისი სწრაფად გათავისუფლება გუნდის ბოსებს უფრო გაუადვილდეს.
ვინც არ იცის ვეტყვით, სხვებს კი შევახსენებთ, რომ რაიმონ დომენეკმა 10 წლის შემდეგ მწვრთნელის სავარძელი ფრანგულ „ნანტში“ დაიკავა. გუნდი საფრანგეთის ჩემპიონატში მე-17 ადგილზეა და გავარდნის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. დომენეკიც ვითომ საშველად მიიყვანეს, თუმცა ვნახოთ.
„დიდი სიამოვნებით მოვიყვანდი მარადონას ნანტში სათამაშოდ, მაგრამ ის უკვე მოკვდა. რას ვიზამთ, ვინც გვყავს ფონს ამით უნდა გავიდეთ. სამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მეტად შეზღუდულები ვართ. ფინანსურად დიდად არ გვილხინს“ – უთხრა რაიმონ დომენეკმა ფრანგულ მედიას.
სხვათა შორის, დომენეკის მთავარ მწვრთნელად დანიშნვნა „ნანტის“ ქომაგებს დიდად არ ესიამოვნათ. უფრო მეტიც ბევრმა გააპროტესტა და საწრვთნელ ბაზასთან ერთგვარი აქციაც მოაწყვეს.


