31 წლის ინგლისელი ფეხბურთელი რაიან ბერტანი “საუთჰემპტონიდან” კარიერას “ლესტერ” სიტიში გააგრძელებს. ინგლისური გუნდის ვებგვერმა მარცხენა მცველის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
31 წლის ფეხბურთელი 2010-2014 წლებში ლონდონის “ჩელსის” ღირსებას იცავდა და ამ კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგის, ინგლისის ლიგის თასის და ევროპა ლიგის გამარჯვებული გახდა.
ცნობისთვის, ბერტანმა გასულ სეზონში “საუთჰემტონის” მაისურით 29 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.





