საქართველოს ნაკრების 22 წლის ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას “ჰამბურგში” გააგრძელებს. ინფორმაციას გერმანული გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ქართველი ფეხბურთელი “ჰამბურგმა” 6 თვიანი იჯარით დაიმატა.
ქართველ ფეხბურთელს “გენტში” პრობლემები ჰქონდა. ახალგაზრდა ფეხურთელს 9 დეკემბრის შემდეგ არ უთამაშია.
გიორგი ბელგიურ გუნდს 2017 წელს შეუერთდა და 81 შეხვედაში 8 გოლი გაიტანა და 19 საგოლე გადაცემა შეასრულა.
“ჰამბურგი” გერმანიის რანგით მეორე დივიზიონში, 20 ტურის შემდეგ 34 ქულით მეხუთე ადგილზე იმყოფება.
22 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ახალ გუნდში გადასვლის შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა:
“მე ვარ გიორგი ჩაკვეტაძე და მე ჰამბურგში პირველი ქართველი ფეხბურთელი ვარ” – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.








