ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყატარის პირველობის 1/4 ფინალში მსოფლიო რეიტინგის 36-ე ნომერი, უნგრელი მარტან ფუჩოვიჩი 3 სეტში – 1:6, 6:3, 7:5 დაამარცხა.
ამ გამარჯვებით ნიკოლოზმა 53 255$ გამოიმუშავა და დღეს, 19:00 საათზე ტიტულის დაცვას შეეცდება.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია. საქართველოს პირველმა ჩოგანმა, ყატარის ღია პირველობის ჩემპიონობა გასული წლის მარტში იზეიმა.








