ნიკოლოზ ბასილაშვილი კარიერაში პირველად ინდიან უელსის ფინალში იასპარეზებს, ქართველმა სპორტსმენმა ნახევარფინალში მასპინძელი ფლორიან ფრიცი დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.
ბასილაშვილმა ამ გამარჯვებით 350,000 ამერიკული დოლარი მოიპოვა, აქამდე 29 წლის სპორტსმენმა ჯამში 335,000 გამოიმუშავა, გამოდის რომ ნიკა ფინალში გასვლის შედეგად 685,000 ამერიკულ დოლარს მიიღებს. ასევე ქართველმა სპორტსმენმა ზემოდხსენებული გამარჯვების შედეგად 600 სარეიტინგო ქულაც გამოიმუშავა.
შეგახსნებთ, რომ ბასილაშვილის მეტოქე ფინალურ შეხვედრაში ბრიტანელი კამერონ ნორი იქნება, შეხვედრა ხვალ თბილისის დროით 22:00-ზე შედგება.






