ინდიანა უელსის მასტერსის ფინალში მარცხის შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილის მეგობარი გოგონა, შარლოტა ჰელენა სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ქართველ ჩოგბურთელს ტურნირზე გაწეული სამუშაოსთვის მადლობას უხდის.
გერმანელი მოდელი ნიკას გამამხნევებელი სიტყვებითაც მიმართავს:
“ჩემო სიყვარულო. ისეთი ამაყი ვარ შენით. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელმა საღამომ ისე ვერ ჩაიარა, როგორც ეს ჩვენ გვინდოდა, შენ მაინც უნდა იამაყო საკუთარი თავით- შენ არაჩვეულებრივ საქმეს აკეთებ. ყველაზე მეტად, აი, რა მიყვარს შენში: ყოველთვის ცდილობ პოზიტიურად იფიქრო, ყოველთვის გწამს, არასდროს ნებდები და ბრძოლას არასდროს წყვეტ. სხვების ნათქვამსა და კრიტიკას შენამდე მოღწევისა და შენი შეშინების უფლებას არ აძლევ. ყოველდღე იმდენს შრომობ, რომ არა მგონია შენზე მშრომელი ვინმე იყოს, შენი თავის ყველაზე ძლიერი კრიტიკოსი და მსაჯი შენთვითონ ხარ. ყოველთვის ცდილობ გარშემომყოფების გაღიმებას, მათზე მუდმივად ზრუნავ და მათ საჭიროებებს საკუთარზე წინ აყენებ. შენ ხარ ნათელი მაგალითი იმისა, რომ შრომა და თავმდაბლობა ყოველთვის ფასდება. შენ მისაბაძი ხარ. ვინც გიცნობს ყველამ იცის, თუ როგორი განსაკუთრებული ხარ და როგორი არაჩვეულებრივი სულის პატრონი ხარ. მიყვარხარ”, – წერს შარლოტა ჰელენა.
შეგახსენებთ, რომ ინდიანა უელსის მასტერსის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი ბრიტანელ ქამერონ ნორისთან 3 სეტში – 6:3; 4-6; 1:6 დამარცხდა და ტურნირზე მეორე ადგილს დასჯერდა.








