საქართველოს ნაკრებისა და ვარშავის „ლეგიას“ ნახევარმცველი, ვაკო გვილია შესაძლოა „ანორთოსისში“ გადავიდეს. ინფორმაციას კვიპროსული მედია ავრცელებს.
სხვადასხვა გამოცემების ცნობით, „ანორთოსისის“ დამრიგებელს თემურ ქეცბაიას თავის კლუბში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის მიყვანა სურს. როგორც ცნობილია, მიმდინარე თვეში კვიპროსული კლუბი რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა, ქეცბაია კი დანაკლისის შევსებას ვაკო გვილიათი გეგმავს.
ქართველ ფეხბურთელს „ლეგიასთნ“ კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულში ეწურება და ხელშეკრულება ჯერჯერობით არ განუხანგრძლივებია.





