ქართველ ჰალკს ლევან საგინაშვილს Netflix-ის ფილმში გადაიღებენ.
ამის შესახებ ინფორმაცია ქართველმა ჰალკმა პოდკასტში “მტკივნეული შოუ” დაადასტურა. ლევანის თქმით, ის Extraction 2-ში ერთ-ერთ როლზე დაამტკიცეს.
გადაღებები სექტემბრის ბოლოს ავსტრალიაში იყო დაგეგმილი, მაგრამ კოვიდ 19-ის გამო ის ჩეხეთში გადაიტანეს.
ცნობისთვის, ლევან საგინაშვილი ორი წლის წინ ბრიტანულ-არაბულ ფილმშიც გადაიღეს.








