ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა „სპორტის საათში“ გავიდა რეპორტაჟი, სადაც ქალთა საფეხბურთო მწვრთნელის მიერ, სპორტსმენების შევიწროვების შესახებ არის საუბარი.
„ყველანაირად გვავიწროვებდა, ამას სისტემატიური სახე ჰქონდა, ყველგან, მოედანზეც, გასახდელშიც.
ამას იმით ამართლებდა, რომ ვითომ ტრავმებს გვირჩენდა,“ – აცხადებენ ფეხბურთელები.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ქალ ფეხბურთელებს ერთ-ერთი მწვრთნელი სისტემატიურად ავიწროვებდა, ისინი ამაზე შიშის გამო ვერ ამბობდნენ.
აღსანიშნავია, რომ მათგან რამდენიმე არასრულწლოვანია, წყაროს ინფორმაციით ისინი წლები დუმდნენ, სიტყვიერის გარდა, ადგილი ფიზიკური შევიწროვების მცდელობებსაც ჰქონდა.
ყოფილი მწვრთნელი ყველაფერს უარყოფს, კომენტარს არ აკეთებს და ამბობს, რომ ის კანონის ფარგლებში მოქმედებდა, მისი მხრიდან კი არანაირ ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია.
„მწვრთნელი გასახდელში ნახევარი საათით ადრე შედის, რომ საფეხბურთო დავალებები მისცეს, ეს არის წმინდა საფეხბურთო მომენტი. არავითარი ფიზიკური შევიწროვება არ ყოფილა.“
მწვრთნელს შევიწროვებაში, გუნდის ყოფილი ფეხბურთელებიც ადანაშაულებენ, რაც წლების წინ მომხდარ ამბავს ეხება.
წყაროს ერთ-ერთმა ინფორმატორმა მოუყვა, რომ მწვრთნელმა მოგების შემდეგ გუნდი საკუთარ სახლში წვეულებაზე დაპატიჟა და ფეხბურთელებს ალკოჰოლური სასმელი შესთავაზე.
თვითმხილველის თქმით, ძალადობას ხელი სწორედ მან შეუშალა: „ის რაღაცის გაკეთებას ცდილობდა, მაგრამ მე დავინახე და ხელი შევუშალე.“
მთავარი მწვრთნელი ამ ფაქტსაც უარყოფს, მისი ადვოკატი ამბობს, რომ მან წვეულება მალევე დატოვა და არაფერი მომხდარა.
ფეხბურთელების ინტერესების დამცველი ორგანიზაცია ამბობს, რომ პროკურატურამ მწვრთნელს თანამდებობის გამოყენებით თაღლითობით წარუდგინა, ადვოკატები მწვრთნელის მიმართ მიახლოების აკრძალვას ითხოვენ.





