5-6 მარტს, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ძიუდოს საერთაშორისო ტურნირი გაიმართება.
პრაღას ღია პირველობაზე საქართველოს დელეგაცია 10-კაციანი შემადგენლობით იასპარეზებს:
- ნატალია ყიფშიძე (-48 კგ),
- მარიამ ჯანაშვილი (-52 კგ),
- ნინო ლოლაძე, მზია ბებოშვილი (-57 კგ),
- ეთერ ასკილაშვილი,ინდირა სილაგაძე (-63 კგ),
- ნინო გულბანი (-70 კგ),
- მარიამ ჭანტურია (-78 კგ),
- სოფიო სომხიშვილი, სალომე მაყიშვილი (+78 კგ).








