პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მიმდინარე ვეტერან ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე პაატა ღვინიაშვილმა საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუპოვა.
პაატამ ასპარეზობა 1/4-ში დაიწყო, სადაც ფრანგ მეტოქეს სძლია, 1/2-ში ყაზახი მეტოქე დაამარცხა, ფინალში კი ვეტერანმა სპორტსმენმა შვეიცარიელი მაიკ ჩავანე იპონით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
საქართველოს ნაკრებს ვეტერანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯამში 5 აქედან – 1 ოქროს, 2 ვერცხლის და ამავე რაოდენობის ბრინჯაოს მედალი აქვს.


