როგორც იქნა. ქუთაისის „ტორპედომ“ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ამას კი ქუთათურები მთელი 13 ტურის მანძილზე ელოდნენ.
ისე, პირველი გამარჯვების გემოც ასეთი უნდოდა. „ტორპედომ“ თელავში ადგილობრივი გუნდი დაიბრიყვა და გნებავთ გადაურბინა, რაზეც ანგარიშიც მეტყველებს – 4:0.
სიმართლე ითქვას, კახური გუნდის ასეთ კაპიტულაციას ალბათ ცოტა თუ ელოდა. როგორც უკვე ვთქვით, „ტორპედო“ 13 ტურის მანძილზე ვერ იგებდა და შესაბამისად სატირნირო ცხრილის ფსკერზეც იმყოფებოდა.
ქუთაისელებმა, თელავის „კავკასიონ არენაზე“ მეტოქეს თითო ტაიმში ორ-ორი გოლი გაუტანეს. თავი ძარიამ, რეკიჩმა, კვერნაძემ და ჩაკვეტაძემ გამოიჩინეს.
პირველი გამარჯვების და მოპოვებული 3 ქულის წყალობით, „ტორპედომ“ ბოლო ადგილიდან 10 ქულით მერვე ადგილზე აინაცვლა და ადგილი თელავს გაუცვალა, რომლებიც შესაბამისად 8 ქულით ფსკერზე დაეშვნენ.





