დაუჯერებელ და ერთი შეხედვით წარმოუდგენელ ამბავთან გვაქვს საქმე. დიდი ფული რომ ადამიანებს ასევე დიდ ძალაუფლებას ანიჭებს არც თანამედროვე სამყაროში გვიკვირს და არც საუკუნეების წინ ყოფილა უცხო ამბავი, მაგრამ ის რაც ჩინეთის საფეხბურთო თემში ხდება, რბილად რომ ვთქვათ მინიმუმ გაოცებას იწვევს, მაქსიმუმ კი სითავხედეა.
მოკლედ, ერთ- ერთმა ჩინელმა ბიზნესმენმა საფეხბურთო გუნდი „ციბო კუდჯუ“ შეიძინა, რომელიც ქვეყნის ჩემპიონატის მეორე დივიზიონში თამაშობს და გვეეჭვება უმაღლესში დაწინაურების რაიმე პერსპექტივა ჰქონდეს, ყოველშემთხვევაში ასეთ პირობებში, თორემ ნორმალური გარემოს შექმნის შემთხვევაში სხვა საკითხია.
საქმე იმაშია, რომ გუნდის მფლობელმა ბიზნესმენმა მთავარ მწვრთნელს ულტიმატუმი წაუყენა, რომლის თანახმადაც მისი ვაჟი, რომელიც 126 კილოგრამს იწონის აუცილებლად ძირითად შემადგებაში უნდა იყოს, 90 წუთი ითამაშოს და ყველა სტანდარტი მან შეასრულოს.
მწვრთნელსაც სხვა გზა არ აქვს და პრეზედინტის მოთხოვნას იძულებით ასრულებს. მსუქანი ბიჭუნაც მუდამ მოედანზეა და შესაბამისად ჯარიმა იქნება, კუთხური და პენალტი მხოლოდ ის ასრულებს.
„ციბო კუდჯუმ“ , ბოლო 5 მატჩში მხოლოდ ერთი ქულა აიღო და მეტოქის კარში 2 გოლი გაიტანა.




