საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი კარიერაში პირველად ინდიან უელსის მასტერსის ფინალში ითამაშებს.
ქართველმა სპორტსმენმა ნახევარფინალურ შეხვედრაში ამერიკელ ტეილორ ფრიცს ორ სეტში მოუგო, პირველ სეტში ნიკამ ტაიბრეიკზე მეტოქეს 7:5 აჯობა, მეორე სეტში კი 6:3 იმარჯვა და ქართული ჩოგბურთის ისტორია დაწერა.
შეგახსნებთ, რომ 1/4-ში ნიკამ მსოფლიოს მე-3 ჩოგანი სტეფანოს ციციპასი დაამარცხა.
ფინალში ბასილაშვილის მეტოქე ბრიტანელი კამერონ ნორი იქნება. შეხვედრა ხვალ გაიმართება.
The first 🇬🇪 to reach an ATP Masters 1000 final 🙌
🎥: @TennisTV | @nikolozbasilash | #BNPPO21pic.twitter.com/AQljlIlsjx
— ATP Tour (@atptour) October 17, 2021





