საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა რუმინეთთან ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ფრედ 1:1 ითამაშა.
რუმინელები შეხვედრაში მე-16 წუთზე დაწინაურდნენ, ანგარიში სტოიკამ გახსნა. საქართველომ მეორე ტაიმში გაათანაბრა, საბურთალოს შემტევმა გიორგი გულიაშვილმა 73-ე წუთზე შესანიშნავი გოლი გაიტანა. მან ბურთი საკუთარ ნახევარზე მიიღო და მეტოქის საჯარიმოსთან მისულმა უძლიერესი დარტყმით წონასწორობა აღადგინა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა – 1:1.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები 16 ნოემბერს ინგლისის 21-წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდება.





