მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო რუსეთის აგრესიას უკრაინისადმი დიდი სანქციებით პასუხობს.
რუსეთი საერთაშორისო ტურნირების ეგიდით გასამართ მატჩებს რუსეთი ვერ უმასპინძლებს. შეხვედრები ნეიტრალურ მოედანზე ჩატარდება.
ასევე, რუსეთს საკუთარ ქვეყნის სახელის, დროშისა და ჰიმნის გამოყენების უფლება აღარ ექნება. მათ გუნდებს “რუსეთის საფეხბურთო გაერთიანებად” მოიხსენიებენ.
FIFA განაგრძობს კონსულტაციებს უეფას-თან და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან სანქციების გამკაცრების საკითხზე.








