„ფიორენტინამ“ და ჯენარო გატუზომ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე თანამშრომლობა შეწყვიტეს. ინფორმაციას ფლორენციული გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.
იტალიური პრესის ცნობით, უთანხმოების მიზეზი „ფიორენტინას“ გადაწყვეტილებაა გუნდს, რომლის მიხედვითაც კლუბი საფეხბურთო აგენტის, ჟორჟე მენდეშის დაქვემდებარებაში მყოფი ფეხბურთელების გაფორმებას არ აპირებდა. საგულისხმოა, რომ პორტუგალიელი აგენტი „რინოს“ ინტერესებსაც იცავს, რაც „ფიორენტინასა“ და გატუზოს შორის კონფლიქტის საგანი გახდა.
„რინო“ „ფიორენტინას“ მთავარ მწრთნელად მაისის ბოლოს დაინიშნა. იტალიელმა სპეციალისტმა კლუბში ჯუზეპე იაკინი ჩაანაცვლა.








