საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, წყალტუბოს „სამგურალი“ უახლოეს სამ საშინაო შეხვედრას ცარიელ ტრიბუნაზე, მაყურებლების გარეშე გამართავს.
სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებაში წერია, რომ თბილისის „დინამოსა“ და „სამგურალს“ შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, დინამოს წარმომადგენლებსა და წყალტუბოელ გულშემატკივარს შორის დაპირისპირება მოხდა.
„სამგურალი“ სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებას არ იზიარებს და მის გასაჩივრებას აპირებს. კლუბმა საკუთარ Facebook-გვერდზე განცხადებაც გაავრცელა:
„თელავს“ ცარიელი ტრიბუნებით ვუმასპინძლებთ.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით,
წყალტუბოს „სამგურალი“ მომდევნო სამ საშინაო შეხვედრას გულშემატკივრების გარეშე გამართავს.
სადისციპლინო კომიტეტმა მიიჩნია, რომ თბილისის „დინამოსთან“ მატჩში გულშემატკივარსა და მოწინააღმდეგე გუნდის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა. აღნიშნულ ფაქტს საფეხბურთო კლუბი წყალტუბოს „სამგურალი” კატეგორიულად უარყოფს და სადისციპლონო კომიტეტის გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებს.
თუმცა, ყოველივე ამას დრო დასჭირდება და შესაბამისად, 7 მაისს „სამგურალისა“ და „თელავის“ დაპირისპირება ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩატარდება“. – ნათქვამია განცხადებაში.





