პრემიერლიგის მორიგ ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ შინაურ არენაზე „ფულჰემი“ მიიღო და ფრედ – 1:1 ითამაშა. წითელი ეშმაკები ყოველგვარი მოტივაციის გარეშე იყვნენ, რადგან პრემიერლიგაში მეორე ადგილი და ჩემპიონთა ლიგის საგზური გარანტირებულია და დიდად თავი აღარც გაუგიჟებიათ.
გაცილებით საინტერესო მოვლენებს ადგილი მატჩის დასრულების შემდეგ ჰქონდა. მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ, მანჩესტერული გრანდის სრული შემადგენლობა, მწვრთნელ-ფეხბურთელები და გუნდის თანამშრომლები მოედანზე გავიდნენ, რათა ქომაგებისთვის მთელი სეზონის მანძილზე გამოჩენილი მხარდაჭერისათვის მადლობა გადაეხადათ.
აი, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ორი ფეხბურთელი, ფრანგი პოლ პოგბა და ამად დიალო კი ხელში პალესტინის დროშით გამოჩნდენ, რითიც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი დაგმეს.
ამ ჟესტით პოგმამ და დიალომ პალესტინელების მიმართ სოლიდარობა გამოხატეს, რომლებიც ისრაელთან კონფლიქტში არიან.




