მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ, მიმდინარე სეზონში სხვა ტიტულებთან ერთად, პერსონალური ჯილდოც მიიღო.
იგი ინგლისის ლიგის მწვრთნელთა ასოციაციამ (LMA) წლის მწვრთნელად დაასახელა. მან ეს ჯილდო 2017/18 წლების სეზონშიც მიიღო.
პრეტენდენტთა სიაში ასევე მოხვდნენ მარსელო ბიელსა (ლიდსი), დანიელ ფარკე (ნორვიჩი), ემა ჰეიზი (ჩელსის ქალთა გუნდი), დევიდ მოესი (ვესტ ჰემი) და ბრენდან როჯერსი (ლესტერი).
Pep Guardiola wins The Sir Alex Ferguson Trophy for the LMA Manager of the Year 🏆
View the full list of #LMAAnnualAwards winners here: https://t.co/SobCNkgQOT pic.twitter.com/sNE1YhWtrr
— LMA (@LMA_Managers) May 24, 2021
მან ჯილდოს მოგების შემდეგ, მედიასთან კომენტარი გააკეთა.
„მოხარული ვარ, რომ ეს პრიზი მეორედ მოვიგე. მაგრამ ასეთი ჯილდოს მიღება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ მწვრთნელი საუკეთესო პროფესიონალებითაა გარშემორტყმული.
ჩემი ფეხბურთელები საოცარი იყვნენ. მათი ერთგულება და პროფესიონალიზმი არასოდეს გამქრალა. ჩვენს ურთულეს სეზონშიც კი.
ჩემი თანაშემწეებიც იმსახურებენ უმაღლეს შექებას. თუმცა მთავარი გულშემატკივრები არიამ, ეს ჯილდო მათ ეძღვნება და ყველასთვის არის გაზიარებული”, – თქვა გვარდიოლამ.





