40 წლის ლეგენდარული ესპანელი კალათბურთელი პაუ გასოლი, მშობლიურ ბარსელონაში ოფიციალურად დაბრუნდა. 213 სმ-ის მოთამაშემ კლუბი თითქმის 20 წლის წინ 2001 წელს დატოვა და NBA-ში გადაბარგდა. გასოლმა და ბარსამ შეთანხმებას ხელი 2021 წლის 30 ივნისამდე მოაწერეს.
🔝💥 @PauGasol is coming back to @FCBbasket!
— Barça Basket (@FCBbasket) February 23, 2021
თავად გასოლმა, რომელიც ახალ გუნდში კვლავ 16 ნომრიანი მაისურით ითამაშებს ცოტა ხნის წინ აღნიშნა, რომ „ჯერჯერობით კონცენტრირებული ფორმის აღდგენაზეა და სათამაშოდ ჯერ მზად არ არის“. ესპანელს იმედი აქვს, რომ ტოკიოს ოლიმპიადაზე იასპარეზებს.
🏀❤️ Calling all basketball lovers!@paugasol is our new Nº 1️⃣6️⃣!
— FC Barcelona (@FCBarcelona) February 23, 2021
კონტრაქტის გაფორმების შემდეგ გასოლმა თავის ოფიციალურ გვერდზე ასეთი რამ დაწერა დაწერა:
„მე გუნდს ჩემი გამოცდილებით და უნარებით სეზონის მნიშვნელოვან მომენტში დავეხმარები, ამავე დროს ვმუშაობ ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და კონკურენტულ რიტმში დასაბრუნებლად“.
🏀 + @paugasol = 💙❤️ pic.twitter.com/7na4MQhF2m
— FC Barcelona (@FCBarcelona) February 23, 2021
NBA-ის დიდების დარბაზის მომავალმა წევრმა NBA-ში ბოლოს 2019 წელს მილუოკის შემადგენლობაში ითამაშა. 2019/20 წლების სეზონში გასოლმა სულ 30 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ თამაშში 3.9 ქულას და 4.6 მოხსნას აგროვებდა.








