ევრო 2020-ის მერვედფინალში საფრანგეთის ნაკრების დამარცხების შემდეგ შვეიცარიის ნაკრების ფეხბურთელებმა, იან ზომერმა და გრანიტ ჯაკამ განვლილი შეხვედრა შეაფასეს.
„საოცარი მატჩი იყო, ნამდვილი საფეხბურთო საღამო გამოვიდა. ჩვენ ეს ეტაპიც გავიარეთ. წარმოუდგენელია, ჩვენ მთელი გულით ვითამაშეთ და ეს შევძელით. პენალტის გაფუჭების შემდეგ, რთულ სიტუაციაში ვიყავით, მაგრამ თამაშში დაბრუნება მოვახერხეთ და მიხარია, რომ შემდეგ ეტაპზე ვართ. პატარა ქვეყანა ვართ, თუმცა დიდი ხარისხი და გამოცდილება გვაქვს“, – აღნიშნა ზომერმა.
„ჩვენი ერის საფეხბურთი ისტორია დავწერეთ, ახლა ესპანეთთან ურთულესი მატჩი გველის. მიხარია, რომ ამ საოცარი გუნდის კაპიტანი ვარ, რომელმაც თამაშში დაბრუნება და მომდევნო ეტაპზე გასვლა შეძლო“, – განაცხადა გრანიტ ჯაკამ.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში საფრანგეთის ნაკრები შვეიცარიასთან დამარცხდა. ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ, 3:3 მორჩა, პენალტების სერიაში კი შვეიცარიის გაკრებმა გაიმარჯვა.








