იტალიის ქალაქ ოლბიაში მიმდინარე ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ილია სულამანიძე და საბა ინანეიშვილი ფინალში გავიდნენ.
საბამ პირველ წრეში დაისვენა, მეორე ეტაპზე კი უკრაინელ მეტოქეს მშვენიერი იპონით სძლია, 1/4-ში ახალგაზრდა ძიუდოისტმა ბელგიელი მეტოქე დაამარცხა, ნახევარფინალში კი უზბეკ მეტოქეს არასრულ 1 წუთში მოუგო.
ილია სულამანაძიმემ საბას მსგავსად პირველ წრეში დაისვენა, მეორე ეტაპზე კი დღის ერთ-ერთი ულამაზესი იპონით გერმანიის სახელით მოასპარეზე გიორგი უძილაური დაამარცხა. 1/4-ში ილიამ ქართულ შეხვედრაში ირაკლი ჯაფარაიძეს მოუგო, ნახევარფინალში კი რუს მეტოქეს სძლია.
დღეს საქართველოს სახელით ასევე ორი ძიუდოისტი გამოვიდა, ირაკლი დემეტრაშვილს ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ექნება, ირაკლი ჯაფარიძემ კი ასპარეზობა მე-7 ადგილზე დაასრულა.
4 დღის შემდეგ საქართველოს ნაკრები საერთო ჩათვლაში 2 ოქროს მედლით მე-2 ადგილზე იმყოფება და დღევანდელი წარმატების შემთხვევაში ასპარეზობას პირველ ადგილზე დავასრულებთ.
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 18:00-ზე დაიწყება. ილია სულამანიძე უზბეკ რაჯაბოვს შეხვდება, საბა ინანეიშვილი გამოცდილ უნგრელ რიჩარდ სიპოკზს დაუპირისპირდება, ირაკლი დემეტრაშვილი კი ასევე უზბეკ მამარასულოვს დაეჭიდება.





