ლუქსემბურგში მიმდინარე ძიუდოს ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა კიდევ 3 მედალი მოიპოვა.
ჩემპიონი -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ნიკა ხარაზიშვილი გახდა, ახალგაზრდა ქართველმა 4 შეხვედრა მოიგო და დამსახურებული ტიტულიც მოიპოვა. ამავე წონით კატეოგრიაში თორნიკე ფოლადაშვილმა ჩვენს ნაკრებს ბრინჯაოს მედალი მოუპოვა.
-100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ილია სულამანიძე ნახევარფინალში მოულოდნელად დამარცხდა, თუმცა 19 წლის სპორტსმენმა ბრინჯაოს მედლის მოპოვებით საქართველოს რიგით მე-4 მედალი მოუპოვა.
მძიმე წონით კატეგორიაში ოქროს მედლის მოპოვების შანსი საბა ინანეიშვილსაც ჰქონდა, თუმცა ახალგაზრდა სპორტსმენი ფინალურ დაპირისპირებაში უნგრელ რიჩარდ შიპოცსთან დამარცხდა.
ჯამში ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატზე 6 სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვეს – 1 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო.





