22 წლის ფეხბურთელი, თორნიკე ძოწენიძე კარიერას გორის “დილაში” გააგრძელებს. ინფორმაციას გორული გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
თონრიკემ ახალ გუნდთან ხელი 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა.
ახალგაზრდა ფეხბურთელი გასულ სეზონში “თელავის” ღირსებას იცავდა. 22 წლის ცენტრალურმა მცველმა კახური გუნდის მაისურით ჩატარებულ 43 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.
თორნიკე თბილისის “დინამოს” აღზრდილია, ახალგაზრდა მცველს ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან გუნდში, ჩატარებული 4 შეხვედრა აქვს.
22 წლის მცველს საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში უთამაშია.


