26 წლის თამაზ მაქაცარია გაგრადან კარიერას გორის “დილაში” გააგრძელებს. ინფრომაციას გორული გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
გამოცდილმა ფეხბურთელმა ახალ გუნდთან 2-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
მაქაცარიამ გასულ სეზონში გაგრას შემადგენლობაში ეროვნულ ლიგა 2-ში 15 მატჩში 23 გოლი გაიტანა და ტურნირის ბომბარდირი გახდა.
26 წლის ფეხბურთელი გაგრაში 2020 წლიდან გამოდიოდა.
თამაზს თავისი კარიერაში ცხინვალში, ბათუმის “დინამოში”, რუსთავში, სამტრედიაში, ბოლნისის “სიონსა” და “ვიტ-ჯორჯიაში” უთამაშია.





