კატალონიის “ბარსელონას” 18 წლის ფეხბურთელი პედრი გონსალესი ტრავმირებულია. ახალგაზრდა ფეხბურთელი 2 სექტემბერს მადრიდის “ატლეტიკოსთან” მატჩს გამოტოვებს.
გავრცელებული ინფორმაციით, პედრის ბარძაყის ტრავმის რეციდივი აქვს, რომელიც მიუნხენის “ბაიერნთან” მატჩში მიიღო. რონალდ კუმანმა ახალგაზრდა ფეხბურთელი ლისაბონის “ბენფიკასთან” ძირითად შემადგენლობაში დააყაენა და როგორც ჩანს ესპანელ შუახაზელს ისევ ტრავმა გაუმიზეზდა.
ჯერჯერობით უცნობია, დაეხმარება თუ არა პედრი გონსალესი ესპანეთის ნაკრებს ოქტომბრის თამაშებში.





