“მანჩესტერ იუნაიტედის” 20 წლის ფეხბურთელი მეისონ გრინვუდი დააპატიმრეს. ინფორმაციას მანჩესტერის პოლიცია ადასტურებს.
ინგლისელი ფეხბურთელის მოდელმა შეყვარებულმა, ჰარიტ რობსონმა სოციალურ ქსელში ფოტოები გაავრცელა, სადაც მისი სხეულზე სისხლჩაქცევებია ასახული.
“ვისაც სურს გაიგოს, სინამდვილში რა გამიკეთა მეისონ გრინვუდმა.” – წერს რობსონი.
მოდელმა აუდიო ჩანაწერიც გაავრცელა, სადაც მეისონ გრინვუდის დანაშაული მკვეთრად ისახება.
”მანჩესტერ იუნაიტედმა” აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა:
“მეისონ გრინვუდი კლუბთან ერთად ვარჯიშს და თამაშს გარკვეული პერიოდი ვეღარ შეძლებს.” – მანჩესტერული გუნდის განცხადებას ბლიჩერ რეპორტსი ციტირებს.
Manchester United confirm Mason Greenwood 'will not return to training or play matches until further notice.'
A woman says the 20-year-old assaulted her. Full story: https://t.co/uFOT6MR51k pic.twitter.com/uQSPD9ngqw
— B/R Football (@brfootball) January 30, 2022





