საქართველოს ნაკრების 22 წლის ფეხბურთელი ლუკა გუგეშაშვილი კარიერას “ყარაბაღში” გააგრძელებს. ინფორმაციას აზერბაიჯანული გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
აზერბაიჯანულმა გუნდმა ახალგაზრდა მეკარე პოლონური “იაგელონიიდან” 6 თვიანი იჯარით დაიმატა, სეზონის ბოლოს გურბან გურბანოვის გუნდს გუგეშაშვილის 100 000 ევროდ გამოსყიდვის უფლება ექნება. ლუკა ახალ გუნდში 23-ნომრიან მაისურს მოირგებს.
”ყარაბაღს” მეკარის პოზიციაზე დიდი პრობლემები შეექმნა, შაჰრუდინ მაჰამადალიევი და ემილ ბალაიევი ტრავმირებულები არიან, გუგეშაშვილისთვის კი ეს თავის გამოსაჩენად ძალიან კარგი შანსი იქნება.
ლუკა გუგეშაშვილი წლების განმავლობაში გორის “დილაში” თამაშობდა, ახალგაზრდა მეკარემ ანდრეი დემჩენკოს გუნდის მაისურით 87 შეხვედრა ჩაატარა.





