საქართველოს ნაკრების 22 წლის ფეხბურთელმა, ლუკა გუგეშაშვილმა “ყარაბაღის” შემადგენლობაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა. აზერბაიჯანის თასის 1/4 ფინალურ შეხვედრაში “ყარაბაღმა” “კეშლა” მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა.
ქართველი ფებხურთელის დებიუტი წარმატებული გამოდგა, ლუკამ პირველ შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანულმა გუნდმა ახალგაზრდა მეკარე პოლონური “იაგელონიიდან” 6 თვიანი იჯარით დაიმატა, სეზონის ბოლოს გურბან გურბანოვის გუნდს გუგეშაშვილის 100 000 ევროდ გამოსყიდვის უფლება ექნება.
“ყარაბაღი” მომდევნო შეხვედრას 7 თებერვალს ბაქოს “ნეფთჩის” წინააღმდეგ ჩაატარებს.





