საფრანგეთის ნაკრების 28 წლის ფეხბურთელი, ლუკა დინი კარიერას “ასტონ ვილაში” გააგრძელებს. ინფორმაციას ბრიტანული გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
”ასტონ ვილიამ” ფრანგი მცველი “ევერტონიდან” 27 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოისყიდა.
ლუკა დინმა ახალ გუნდთან ოთხწლინახევრიანი ხელშეკრულება გააფორმა.
ფრანგი მცველი ბირმინგემულ გუნდში 27-ნომრიან მაისურს მოირგებს. 28 წლის მცველმა ახალ გუნდთან ერთად უკვე ივარჯიშა.
გამოცდილმა ფეხბურთელმა “ევერტონის” მაისურით ჩატარებულ 127 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა და 20 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ლუკა დინს სხვადასხვა დროს კატალონიის “ბარსელონაში”, “ლილში”, პსჟსა და “რომაში” უთამაშია.
Bonjour, Villans…
— Aston Villa (@AVFCOfficial) January 13, 2022





