კატალონიის „ბარსელონას“ ბრაზილიელი ნახევარმცველი, ფილიპე კოუტინიო კარეირას ინგლისის პრემიერ ლიგის გუნდ „ასტონ ვილაში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ორივე გუნდის ვებ-გვერდზე დადასტურდა.
29 წლის ფეხბურთელი ლონდონურ კლუბში იჯარის წესით, მიმდინარე სეზონის ბოლომდე ითამაშებს, მაისის ბოლოს კი კლუბის ხელმძღვანელებს მისი გამოსყიდვის უფლება ექნებათ.
შეგახსენებთ, რომ კოუტინიო სხვადასხვა წლების განმავლობაში „ბარსელონას“, „ბაიერნის“, „ლივერპულის“, „ინტერის“, „ესპანიოლის“ და „ვასკო და გამას“ ღირსებას იცავდა.
ცნობისთვის, „ასტონ ვილას“ მთავარი მწვრთნელი „ლივერპულის“ ლეგენდა, სტივენ ჯერარდია. კოუტინიოს მერსისაიდული კარიერის დროს კი ბრაზილიელი ფეხბურთელი და ჯერარდი თანაგუნდელები იყვნენ.





