ლიონელ მესი “პსჟ-ის” ფეხბურთელია. ინფორმაცია პარიზული კლუბის ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა.
არგენტინელი სუპერვარსკვლავი, პსჟ-სთან კონტრაქტს 2023 წლის ზაფხულამდე გააფორმებს. კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ, ხელშეკრულება, შესაძლოა, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდეს. მესი ყოველწლიურად 35 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და პარიზულ კლუბში 30-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
“ბლაუგრანას” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ფრანგების შეთავაზება მას შემდეგ განიხილა, რაც “ბარსამ” მისი შენარჩუნება ვერ შეძლო. როგორც იცით, მხარეებს შორის ყველაფერი შეთანხმებული იყო, თუმცა კატალონიურმა გუნდმა ლა ლიგის სახელფასო ფონდის მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა, რის გამოც ლეოს ოფიციალურად დარეგისტრირება ვერ მოხერხდა.





