გიორგი ქოჩორაშვილმა ესპანურ “ლევანტესთან” ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა.მხარეები ერთმანეთთან 2023 წლამდე ითანამშრომლებენ. 22 წლის ნახევარმცველი ჯერჯერობით, კვლავ ლევანტეს სარეზერვო გუნდში ითამაშებს, მაგრამ შესაძლოა, ლა ლიგის მატჩებშიც მოუწიოს მონაწილეობა.
ქოჩორაშვილის ანგარიშზე ლა ლიგაში ჩატარებული 4 მატჩია, კოპა დელ რეიზე კი 2 მატჩში 1 გოლიც გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგაში გიორგის დებიუტი 2020 წლის ივლისში “ბილბაოსთან” შედგა.





