საქართველოს 21 წლამდე ნაკრების წევრი გიორგი ლომთაძე კარიერას გორის “დილაში” გააგრძელებს. გიორგიმ გორელებთან 3 წლიანი კონტრაქტი უკვე გააფორმა.
20 წლის შემტევი თბილისის “დინამოს” აკადემიის აღზრდილია. მან 2021 წელს ეროვნული ლიგის გასულ სეზონში “სამტრედიას” შემადგენლობაში ითამაშა, 30 შეხვედრა ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ცნობისთვის, გიორგი ლომთაძეს საქართველოს 17 წლამდე ნაკრებში თამაშის გამოცდილებაც აქვს.





