41 წლის ესპანელი სპეციალისტი ჩისკო მუნიოსი სეგუნდა დივიზიონის წევრ “უესკას” ჩაიბარებს. ესპანურმა კლუბმა ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩისკომ კლუბთან კონტრაქტს ხელი წლის ბოლომდე მოაწერა.

ესპანელი სპეციალისტი ბოლოს ინგლისურ “ვოტფორდს” წვრთნიდა, საიდანაც რამოდენიმე კვირის წინ დაითხოვეს, 41 წლის მწვრთნელს ასევე თბილისის “დინამოში” უმუშავია.




