ისტორია საიდანაც დაიწყო იქ გაგრძელდება. იტალიური „პარმას“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ჯანლუიჯი ბუფონის ტრანსფერი დადასტურდა.
ამრიგად, იტალიელი ფეხბურთელის ტურინული ეპოქა დასრულდა. 43 წლის მეკარე „იუვენტუსის“ ღირსებას 2001-2018 და 2020-2021 წლებში იცავდა. ამ დროის განმავლობაში ჯიჯიმ ყველა ტურნირზე 526 მატჩი ჩაატარა.
ჯანლუიჯი ბუფონი „პარმას“ აღზრდილია და ამ კლუბის ღირსებას „იუვენტუსში“ გადასვლამდე 1995-2001 წლებში იცავდა. „ბიანკონერიმ“ ის 58 მილიონ ევროდ შეიძინა, ახლა კი მშობლიურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.





