კატალონიის “ბარსელონას” 19 წლის ფეხბურთელი ანსუ ფატი ტრავმირებულია. ინფორმაციას ესპანური გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
კლუბის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალგაზრდა ფეხბურთელს დაზიანება ბარძაყის ორთავა კუნთის მიდამოში აქვს.
ესპანელმა თავდამსხმელმა ტრავმა კოპა დელ რეის “ბილბაოს” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მიიღო.
ბლაუგრანას პრესსამსახურის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხვალ გადაწყდება, თუ რა სახის მკურნალობა ჩაუტრადება ფეხბურთელს.
[INJURY NEWS]
Tests carried out on the first team player Ansu Fati on Friday confirmed that he has a proximal tendon injury in the hamstring of his left leg. In the coming days the treatment to be carried out will be decided. pic.twitter.com/cbJApTJ9Vo
— FC Barcelona (@FCBarcelona) January 21, 2022





