საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, ლეგენდალური მწვრთნელის, ნუგზარ სხირელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთვამს.
სეოკ-ი სპეციალურ განცხადებას ავრცლებს:
„საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სახელოვანი მწვრთნელის, ქართული სპორტის გამორჩეული მოღვაწის, ტიტულიან მოჭიდავეთა თაობების – ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მედალოსნების აღმზრდელის ნუგზარ სხირელის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს და ახლობლებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ნუგზარ სხირელი 75 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა. მას ჭიდაობაში არაერთი ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავს აღზრდილი, მათ შორის ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და გენო პეტრიაშვილი.





